fbpx

ბექა დავითულიანი კირბალთან მომხდარზე: ეს ტრაგედია აუცილებლად დასრულდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გაერთიანებით. აუცილებლად დამნაშავეც პასუხს აგებს

ეს ტრაგედია აუცილებლად დასრულდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გაერთიანებით. აუცილებლად დამნაშავეც პასუხს აგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად კირბალში, მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ჩვენი სახელმწიფოებრივი ტრაგედიაა ის, რაც მოხდა და რაც ხდება ოკუპაციის სახით. ეს ტრაგედია აუცილებლად დასრულდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გაერთიანებით. აუცილებლად დამნაშავეც პასუხს აგებს“, – აღნიშნა დავითულიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება