fbpx

ბელა საღინაძე-ეს ბიჭი არის ზეადამიანი,ვერც წარმოვიდგენდი ცაგერიდან შესული ზარის საპასუხოდ თუ მოიცლიდა

ბელა საღინაძე სოციალურ ქსელში წერს-

ახლა არ ვიცი ,რას ვგრძნობ… ეს ბიჭი არის ზეადამიანი..♥ ვერც წარმოვიდგენდი,ჟამიანობასთან დაძაბულ ბრძოლაში ჩაბმული პერიფერიიდან,ცაგერიდან შესული ზარის საპასუხოდ მოიცლიდა… როცა ვუთხარი ქუთაისში მყოფი ორსულის მდგომარეობა იყო მძიმე და მასთან გადაყვანა იყო აუცილებელი,არც მეტი არც ნაკლები—ვტირიო,მიპასუხა და სასწრაფოდ გადმოიყვანონ,ველოდებიო.. გაიწელა გზაც,დროც …ტელეფონით რამდენჯერმე ისევ გახდა აუცილებელი მასთან დაკავშირება და იმწამიერმა პასუხებმა ,სიტყვებს ვერ ვძებნი,რა მაგრძნობინა…გაკვირვებული ვარ–რამხელა სიკეთე დევს ამ ადამიანში.♥ ამ წამს ორსული გოგონა ლევან ექიმთან შეჰყავთ… ეს ბიჭი ,ზეადამიანი –სულით–ხორცამდე ექიმია…გმირია,გმირი.. მეც ვტირი ახლა… ეს ღამე მე მე ლოცვა–ვედრებაში დამათენდება… თქვენ კი,ლევან ექიმო ამ გოგოს და კიდევ ბევრის სიცოცხლისათვის იბრძოლებთ!.. და უფლის ნებით,სიცოცხლისათვის გამარჯვებით შემოგათენდებათ!.🙏♥☀ ვიცი,მჯერა,რომ უშველით!.. მჯერა,რომ კიდევ ერთ სიცოცხლეს გადაარჩენთ! 🙏 სხვანაირად არ იქნება!!!! თქვენ გმირი ხართ!–სიცოცხლის გადარჩენა ხომ ყველაზე დიდი გმირობაა ქვეყანაზე!..♥Levani Ratiani..🙏♥ მიყვარხართ,მეიმედებით,ზეადამიანო!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება