fbpx

ბაჩო ოდიშარია „რადიო თავისუფლებაზე“- თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა, სწორედ ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების „თავისუფლებაზე“ დგას

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „რადიო თავისუფლების“ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ყველაზე არაეთიკური და გოიმური სვლაა ერეკლე მეორეს გაშავების კამპანიაში.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა სწორედ ასეთ “თავისუფლებაზე” დგას, ლაყბობის, ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების თავისუფლებაზე.

„რადიო თავისუფლება რომ ერეკლე მეორეს დაბადების დღეს სტატიას აქვეყნებს, ჭორია, მარა მაინც უნდა ვთქვათ, შესაძლოა მეფეს ცოლი ღალატობდაო, ჯერ ხომ ყველაზე არაეთიკური და გოიმური სვლაა ერეკლე მეორეს გაშავების კამპანიაში, მაგრამ სიმბოლური ისაა, რომ თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა (და ყველა სხვა თავისუფლების სახელს ამოფარებული სუბიექტი), სწორედ ასეთ “თავისუფლებაზე” დგას, ლაყბობის, ფეიქის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების თავისუფლებაზე“- წერს ბაჩო ოდიშარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება