fbpx

ბაჩალიაშვილის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ თამარი ჩვენი სუსის მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო-დავით ნებიერიძე

დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი, დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

აღნიშნულ “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ერთი რამ უტყუარად უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა:

ამ რანგის აიტიშნიკები, პროგრამისტები ჯერ კიდევ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ხვდებიან ჩვენი სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ. მათგან ყველაზე საინტერესოები კი თანამშრომკობის ვალდებულებით არიან შეკრულები, გამონაკლისის გარეშე. ხოლო, უკვე პრაქტიკული საქმიანობის დაწყების შემდეგ, ასეთი სპეციალისტების ყოველი ნაბიჯი კონტროლირებადია სპეცსამსახურების მიერ.
ახლა უფრო მეტს გეტყვით უშუალოდ კონტროლის მექანიზმის შესახებ:

ასეთი ობიექტების კონტროლისათვის მათ მიჩენილები ჰყავთ კურატორები. ოღონდ, ხშირ შემთხვევაში ობიექტებმა არც კი იციან, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანი, რომელიც ძალიან ბუნებრივად გამიჩნდა მის ცხოვრებაში მისი კურატორია და “ატარებს” (ანუ, აკონტროლებს და მართავს) მას. თუმცა, არის გამონაკლისებიც, როდესაც კურატორი ღიად მუშაობს ობიექტთან.

ბაჩალიაშვილის შემთხვევაში ფაქტიურად 100%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ თამარი ჩვენი სპეცსამსახურების – სუსის მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. მკაცრი, ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. მითუმეტეს მას შემდეგ რაც ამ უბედურმა გოგონამ ჩვენთვის უკვე ცნობილ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. რამე თუ ეს კომპანია თავისმხრივ სუსის მკაცრი კონტროლის ქვეშ მუშაობდა. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ასე არ ყოფილიყო და ასე არ იყოს დღემდე, თუ კარგად იცით სუსის მუშაობის სპეციფიკა და შიდა სამზარეულო. უფრო მეტიც, წარმოუდგენელია სპეცსამსახურები მჭიდრო თანამშრომლობაშიც არ ყოფილიყო ამ კომპანიასთან, მკაცრი კონტროლის პირობებში.
ახლა მიუბრუნდეთ ბაჩალეიშვილის ეგრედწოდებულ შეყვარებულს:

პრაქტიკულად 100%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი იყო ბაჩალიაშვილის კურატორი, რომელიც აკონტროლებდა და საჭიროების შემთხვევაში მართავდა ამ გოგონას. შესაბამისად, ობიექტის მკვლელობის შემდეგ მისი მისია შეიცვალა და დღეს ძირითადად შეადგენს უკვე დაღუპული ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ სპეცსამსახურებისთვის საჭირო ლეგენდების შექმნას და კულტივაციას. ამ ეტაპზე ფსევდო შეყვარებულის მთავარი მისიაა არ მივიდეს გამოძიების გზა სპეცსამსახურებამდე, თუნდაც ირიბი მონაწილეობის კონტექსტში”, – წერს ნებიერიძე.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა წყარო,,მეტრონომი,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება