fbpx

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მალე სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მალე სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება. სოფელ ზედა დიმში სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC), იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იფუნქციონირებს. სოციალური ინკლუზიის ცენტრის პროექტის ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოში გაიმართა. ცერემონიალს იაპონიის ელჩი საქართველოში იმამუ აკირა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე , ასევე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC),წარმომადგენლები დაესწრნენ. ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18-დან 45 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოემსახურება. სოციალური ინკლუზიის ცენტრის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ შშმ პირთა საყოფაცხოვრებო და სოციალური უნარ–ჩვევების გამომუშავების, გარემოში ადაპტაციის მექანიზმებისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების განვითარების შესაძლებლობაა. სოციალური ინკლუზიის ცენტრში შშმ პირები მიიღებენ სხვადასხვა თერაპიულ მომსახურებას. ასევე, შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს მიეწოდებათ დასაქმების მხარდამჭერი სერვისები. სოციალური ინკლუზიის ცენტრის გახსნა 2023 წლის აპრილშია დაგეგმილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება