fbpx

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022 ბაღდათში უკვე დაიწყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მიმდინარეობს.. მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე და მერის მოადგილეები ხელმძღვანელობენ. ადგილობრივებს საშუალება აქვს მათი სოფლისთვის განკუთვნილი თანხით, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელონ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად წელს 346 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის პრიოროტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მონტაჟი , სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე სკვერების და სპორტული მოედნების კეთილმოწყობა სახელდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება