fbpx

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ალილო მოეწყო

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ალილო მოეწყო. საშობაო მსვლელობაში სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მერაბ ზირაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდა გიორგიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს. ალილოს მონაწილეებმა ქრისტეს შობა ბაღდთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, საშობაო საგალობლებით მიულოცეს, რომლებსაც ადგილობრივები ნობათით გაუმასპინძლდნენ. შეგროვილი სანოვაგე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება