fbpx

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული გზების შესწავლა, რათა შემდგომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია

დიდთოვლობის და ძლიერი წვიმების შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.მეწყერმა დააზიანა გზები სოფელ წითელხევში, ფერსათში, ობჩაში, ზეგანში, ნერგეეთში, ზედა დიმსა და ქალაქ ბაღდათში აღმაშენებლის ქუჩა. დამეწყრილი გზების მდგომარეობას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული გზების შესწავლა, რათა შემდგომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია.დამეწყრილი გზებზე შეზღუდვები არ არის. მოსახლეობა შეუფერხებლად გადაადგილდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება