fbpx

ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?..-მაია ელოშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია ელოშვილი წერს-

ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?..

ელჩი ჩვენგან გაიწვიეთ;

ჩვენს ხელისუფლებას ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავთ;

კრიმინალი ნაცები კიდევ უფრო ჩაიხუტეთ და უკრაინა მათი კეთილდღეობის პოლიგონად აქციეთ;

საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობთ;

თქვენი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას ხელყოფთ და საკუთარი მოსახლეობის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული ბანდის პოლიტიკურ რეანიმირებას ცდილობთ;

რუსეთმა ქართული პროდუქტზე ემბარგო მოხსნა და წინასწარ გვემუქრებით, რომ ქართული პროდუქტი რუსეთში არ გავიდეს…

გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩართვა და ხელისუფლების შეცვლა გსურთ;

გასაგებია, რომ ამაში დიდ გასამრჯელოს იღებთ და ირგებთ;

გასაგებია, რომ ქართველი ხალხი არ გიყვართ (ჩემი აზრით, არც უკრაინელი);

გასაგებია, რომ როგორც ნიჭიერი მსახიობი, მოცემულ როლს კარგად ასრულებთ;

გასაგებია, რომ ტრაგიკული შედეგის გამო, ბოლომდე გმირის თამაში გაგიჭირდებათ;

გასაგებია, რომ არც თქვენ დაასრულებთ პოლიტიკურ კარიერას პუტინზე უკეთესად;

ახლა, მორიდებით შეგეკითხებით. როგორც ვხედავ, დრო ბევრი გაქვთ და იქნებ, გვიპასუხოთ:

2008 წელს, როცა რუსი ოკუპანტი ქართულ მიწებს იტაცებდა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა, უკრაინამ თუ შეწყვიტა რუსული პროდუქციის იმპორტი და რუსეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტი?

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეთ რუსეთთან?

სწორი პასუხი: არა.

რაიმე ქმედითი დახმარება თუ აღმოგვიჩინეთ სახელმწიფო დონეზე? იქნებ ჯარი, ან იარაღი გამოგვიგზავნეთ ან უკრაინელი მოხალისეებით გაძეძგილი თვითმფრინავები?

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, რუსეთში თქვენი ბიზნესი შეაჩერეთ ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად ან იქ აღარ ჩადიოდით?

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, პუტინის და საქართველის ოკუპაციის მომხრე რუსებს არ უშვებდით უკრაინაში?

სწორი პასუხი: არა.

ახლა, ომის დროს, იღებს თუ არა უკრაინა რუსეთიდან გაზს და იხდის თუ არა მის საფასურს?

სწორი პასუხი: დიახ.

მოუთმენლად ველით თქვენგან სწორი პასუხების დადასტურებას.

პატივისცემით,

რუსულ ოკუპაციასთან და კრიმინალ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მებრძოლი ქართველი ხალხი.

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება