fbpx

ბარათაშვილის გამზირის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვა 2009 წელს ნაც. მოძრაობის დროს გაიცა-გივი ჩხარტიშვილი

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან,,გივი ჩხარტიშვილი-

თბილისში, ბარათაშვილის გამზირის მიმდებარედ ისტორიულ გალავანზე, მშენებლობის ნებართვა 2009 წელს ნაც. მოძრაობის დროს გაიცა. 👉დღეს, ნაც. მოძრაობამ თავისივე გაცემულ ნებართვაზე, მათი პარტიული ტელევიზიებისა და იმდროინდელი ჩინოვნიკების საშუალებით კიდევ ერთი ფეიკ ნიუსი შემოგვთავაზა. ეს მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათი მუდმივი დეზინფორმაცია ჩვენი მხრიდან არ იქნება პასუხგაუცემელი. 🔷მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა მერიის ახალ ადმინისტრაციას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა და დაიწყო მოლაპარაკებები პროექტის კორექტირებაზე. 🔵პრინციპული პოზიციაა, რომ პროექტს ბოლო სართული მოეხსნას, სხვა შემთხვევაში ნებართვა გაუქმდება. 🔷სიმართლე მარტივია, საზოგადოება ხედავს იმ რეფორმებსა და განვითარების ტემპს, რაც კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს აქვს არჩეული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება