fbpx

ბათუმში მთავრობის სახლთან, აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

ბათუმში მთავრობის სახლთან, აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი რეზო წულუკიძისა და ელდარ არძემაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.

შეგახსენებთ, რომ წულუკიძე და არძემაძე ორი დღის წინ დააკავეს.

დაპატიმრებული პირების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა რეზო წულუკიძესა და ერთ-ერთ ბათუმელს შორის, რის შემდეგაც რეზო წულუკიძე და ელდარ არძენაძე ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა პოლიციამ ისევ ისინი დააკავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება