ბათუმში “ექსპო – ახალგაზრდულ სერვისებზე“ გაიმართა

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით „ექსპო – ახალგაზრდულ სერვისებზე“ გაიმართა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორმა ნინო დოლიძემ.

ღონისძიების გახსნას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ახალგაზრდული ორგანიზაციები.

ექსპოს მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობა, აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა  და ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონში არსებულ იმ რესურსებზე, რომელიც მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განათლებას უწყობს ხელს.
 
ექსპოს ფარგლებში წარმოდგენილი იყო რეგიონში არსებული სახელმწიფო, საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგნელებმაც საზოგადოებას მიაწოდეს  ინფორმაცია პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო შესაძლებლობების თუ კარიერული მიმართულებების შესახებ.
 
„ექსპო – ახალგაზრდული სერვისები“  500-მდე ახალგაზრდას მასპინძლობდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება