fbpx

ბათუმში გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

ბათუმში წერეთლის ქუჩაზე თევზით მოვაჭრეებს მუშაობის უფლება ეკრძალებათ. 

როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები პოლიციასთან ერთად მივიდნენ და სავაჭრო დახლები დაუშალეს.

როგორც ცნობილია, მერიის თანამშრომლების გამოჩენას ადგილზე მყოფების პროტესტი მოჰყვა.

როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, პოლიციამ განუცხადათ, რომ ბაზარში განეხორციელებინათ საქმიანობა, რაზეც ისინი იმ მოტივით აცხადებენ უარს, რომ მომხმარებელი ცოტაა, გადასახადის გადახდას კი ვერ მოახერხებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება