იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციისსახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთანერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალიქორწინების სახლის მშენებლობისთვისგანკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილისამშენებლო სამუშაოები განიხილეს.
ახალი ქორწინების სახლის მშენებლობათანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურისგანვითარების მიმართულებით კიდევ ერთიმნიშვნელოვანი პროექტია, რომელიცმოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული დათანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავსმიზნად.
ქორწინების სახლის პროექტი ქართველიარქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობისარქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამებაბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირალანდშაფტს.
ახალი ქორწინების სახლის მშენებლობაიუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრულიპოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებულისაჯარო სერვისების განვითარებასითვალისწინებს. პროექტი აერთიანებსთანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს,ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხისმომსახურების სტანდარტებს.
პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმსკიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივიდანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიცმნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულგარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხსდა ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.