fbpx

ბათუმის მიტინგის მთავარი ჩავარდნა მომიტინგეთა სიმცირეა… – დავით ბერძენიშვილი

ბათუმის დღევანდელი მიტინგის მთავარი ჩავარდნა მომიტინგეთა სიმცირეა, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბათუმის აქციის ჩავარდნის შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთავარი მიმღებები პირები მომავალი აქციების დაგეგმვისას კარგად უნდა დაფიქრდნენ.

“ბათუმის დღევანდელი მიტინგის მთავარი ჩავარდნა მომიტინგეთა სიმცირეა.
გუშინდელი, დღევანდელი მიტინგები… ვვარაუდობ რომ მომდევნოც კი უნდა აფიქრებდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მთავარ მიმღებს, რომ ყველაფრის მოსურნე ძალიან ახლოსაა არაფერთან.
დასავლეთის შესაძლებლობები და განწყობები ადეკვატურადაა გამოსაყენებელი. მათაც თუ ყველაფერს მოვთხოვთ, მივიღებთ არაფერს. ” თითქმის” პროპორციულის მსგავსად ” თითქმის” გადასარჩენ შედეგებზე ორიენტირებას ვგულშემატკივრობ.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 8 ნოემბრიდან მიმდინარეობს. გუშინ, 15 ნოემბერს კი აქცია “მოქალაქეებისა” და “ლელოს” წევრევმა მას შემდეგ დატოვეს, რაც აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება მოითხოვეს.

გაუზიარე!

Shares