fbpx

ბათუმის ახალი სტადიონის 6000-კაციანი საზეიმო გახსნა კორონავირუსის გამო გადაიდო

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილი ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე აღნიშნა რომ ვითარება მეტად საყურადღებოა და მომატებული საფრთხიდან გამომდინარე ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი კვლავაც უცნობია.

“ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნას.

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია იმ რისკების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ბათუმში, ქობულეთში.

შესაბამისად, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ იგივე პასუხისმგებლობით, იგივე მოთმინებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა, დავიცვათ წესები, რომ ოქტომბერში სტადიონის გახსნა, ასევე სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატაროთ ღირსეულად, ისევე როგორც ეკადრება ამ ქალაქს“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟავაძე

სტადიონის გახსნა დაგეგმილი იყო 12 სექტემბერს. ბათუმი ახალი სტადიონი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 120-მილიონი და ის ორი წლის განმავლობაში შენდებოდა.

სტადიონის საზეიმო გახსნას უნდა დასწრებოდა 6 000 ადამიანი, ხოლო ბიუჯეტი შეადგენდა 490,895 ლარს.

გაუზიარე!

Shares