ბავშვთა დაცვის დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი აქტივობები გაიმართება

თბილისის   მერიის   მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ღონისძიება 15:00 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება.

„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში მოეწყობა: ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე,  ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საგამოფენო სივრცე, გაიმართება სახეზე მოხატვისა და სპორტული აქტივობები, ვორქშოფები, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და სხვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება