fbpx

ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის-განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელად დაასახელა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

“ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არც მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის”. – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ესებუასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემენ და არც იმის თქმა შეუძლიათ, არის თუ არა ის ყოფილი სამხედრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares