fbpx

ახლა, ჩემს კერძო საკუთრებაში, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, შესულია „TV პირველი“ – ჩემმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, რომლებიც ძალადობაზე საუბრობთ, მითხარით, არის თუ არა ეს ძალადობის ფორმა?

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ახლა, ჩემს კერძო საკუთრებაში, იქ, სადაც ჩემი ოჯახი და მე ვცხოვრობთ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, შესულია „TV პირველი“, პარტიული ტელევიზია და კარებში ჩემს ოჯახს აწვდის მიკროფონს. ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან საუბრობდნენ ძალადობაზე. მითხარით, არის თუ არა ეს ძალადობის ფორმა? ეს იქნება თქვენთვის ტესტი, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე. 

მისივე თქმით, მისი ოჯახი, ისევე, როგოც თავად, ყოველთვის ემსახურებოდა სიმართლეს, მით უმეტეს, იმ სიმართლეს, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება. 

„საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს – როგორ იმართება ასეთი ტელევიზიები, ზოგიერთი ორგანიზაცია, ზოგიერთი პიროვნება ქვეყნის მოსარყევად და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად, იმ იდეით, თითქოს ამას ემსახურებოდნენ. ამდენი ტელევიზიისა და მთელი საქართველოს წინაშე აქ, პარლამენტში ვარ და ისე „მეძებს“ [TV პირველი] მე ჩემს ოჯახში და აბულინგებს ჩემი ოჯახის წევრებს. ამასთან დაკავშირებით შეფასება მინდა გააკეთოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება