fbpx

ახლა ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა არის უპასუხისმგებლობა-ალეკო ელისაშვილი

ახლა ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა არის უპასუხისმგებლობა. ერთი თვე გვლანძღავდნენ, რომ სადაცაა შევალთ პარლამენტში „მოქალაქეები“, თვითონ კი ჩვენ ზურგს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ხელფასები მოითხოვეს. რაში ითხოვ ხელფასს, თუ საქმე არ გაგიკეთებია?, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ, პარტია „მოქალაქეებს“ მხოლოდ 2 საპარლამენტო მანდატი გვაქვს, მაგრამ საკუთარ გადაწყვეტილებებს ვიღებთ დამოუკიდებლად. არავის ვეკითხებით – არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს და მითუმეტეს, არც ბოკერიას. დაგვემხო თავზე ქვეყანა – პარლამენტი იმისთვის კი არაა, რომ ერთმანეთისთვის იწევდნენ და მიკროფონები ჩართონ-გამორთონ. ხალხი გირჩევს იმისთვის, რომ მისი პრობლემები გააჟღერო და მოაგვარო. თუ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, ამან უფრო დაგვაახლოვა პარლამენტში შესვლასთან. მალე გამოჩნდება, ვის რისი შნო აქვს „ქართულ ოცნებაში“. თუ ივანიშვილი მართლა წავიდა და ეს პარტია ასეთი რეალობის წინაშე დადგა, ისინი ცოტა გამოფხიზლდებიან. ოპოზიცია უნდა იყოს, სადაც ხალხმა აგვირჩია, რა თქმა უნდა, როცა ამაში გარკვეული პოლიტიკური ფასი იქნება გადახდილი. ახლა ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა არის უპასუხისმგებლობა. ერთი თვე გვლანძღავდნენ, რომ სადაცაა შევალთ პარლამენტში „მოქალაქეები“, თვითონ კი ჩვენ ზურგს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ხელფასები მოითხოვეს. რაში ითხოვ ხელფასს, თუ საქმე არ გაგიკეთებია? ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდს, იმიტომ რომ ელჩების საქმიანობას ვცემთ პატივს. თუ იანვრის ბოლომდე მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, ჩვენ მოვიფიქრებთ, როგორ ვიმოქმედოთ. სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ მარტო. დაგვემხო ქვეყანა თავზე და ახლა გაბუტვის დრო არაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება