fbpx

ახლა მთა­ვა­რია მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცია ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის, რად­გან ხალ­ხს სწრა­ფად და­უბ­რუ­ნონ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა-სოსო გოგაშვილი

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სოსო გო­გაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან ISFED-თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

გო­გაშ­ვი­ლის თქმით, ISFED და TI და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია, რო­მელ­თაც მან, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ISFED-ის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი დაბ­ლოკ­ვით და მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბით, რა­საც “რა­შის­ტუ­ლი ოც­ნე­ბა“ ახორ­ცი­ე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ უფრო აშო­რებს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მი­ზანს, პროგ­რეს­სა და გან­ვი­თა­რე­ბას და სა­მა­გი­ე­როდ, უფრო მე­ტად აახ­ლო­ებს რუ­სეთ­თან და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბას­თან.

“ყვე­ლა ეს ნა­ბი­ჯი, რა­საც დღეს კო­ლა­ბო­რან­ტი ოც­ნე­ბა დგამს, არის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ეწი­ნა­აღ­დე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ურ­მავ­ლე­სო­ბის ნე­ბას. ISFED და TI არი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. თით­ქმის ერთი წლის წინ მე არ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­და­ვე­ცი ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ. ბუ­ნებ­რი­ვია, თან­დარ­თუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და ფაქ­ტე­ბით. რა­მო­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, მათ და­ა­დას­ტუ­რეს ჩემს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გა­და­ა­მოწ­მეს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ან­გა­რი­შის სა­ხით.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ რა­შის­ტულ ოც­ნე­ბას, არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვის გზით აქვს მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ანუ მათ არ აქვთ ლე­გი­ტი­მა­ცია, რა­საც წე­სით, არ­ჩევ­ნებ­ზე ანი­ჭებს ხალ­ხი ხმის მი­ცე­მით. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს რა­შის­ტულ ოც­ნე­ბას­თან ერ­თად რა­ი­მე სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩარ­თვას, ეს დრო­ის ფუჭი კარ­გვაა. ეს მხო­ლოდ მათ აწყობთ, რათა გა­ი­ხან­გრძლი­ვონ მო­პა­რუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. ახლა, პი­რა­დუ­ლი წყე­ნე­ბი ყვე­ლამ უნდა და­ი­ვი­წყოს, ახლა მთა­ვა­რია მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცია ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის, რად­გან ხალ­ხს სწრა­ფად და­უბ­რუ­ნონ კო­ლა­ბო­რან­ტე­ბის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. მე პი­რა­დად გა­ვა­კე­თებ მაქ­სი­მუმს, რომ მი­ვეხ­მა­რო ამ პრო­ცესს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვხსნა ნი­ღა­ბი ოც­ნე­ბას. პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ჯა­როდ მი­ვაწ­ვდი ხალ­ხს ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­ლა­ბო­რან­ტე­ბის მიერ ჩა­ნერ­გი­ლი აგენ­ტუ­რის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ა­ში ისე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­აღ­ში“, – წერს გო­გაშ­ვი­ლი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება