fbpx

ახლა თუ მრჩევლად და მდივნად დანიშნავენ სააკაშვილს, მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად-მამუკა მდინარაძე

ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ ეს უკვე აღარ ვიცი. მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად „პიარშიკების” გარეშე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით.

ამასთან, მამუკა მდინარაძე უკრაინის რადას სააკაშვილისთვის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის გამო მადლობას უხდის.

„მე მინდა უკრაინის რადას და ჩვენს კოლეგებს, მათ უდიდეს უმრავლესობას, მადლობა გადავუხადო კეთილგონიერებისთვის და ჩვენი პოზიციის იმგვარად გაზიარებისთვის, რაც შემდეგ მათ ე.წ. სფიჩებშიც გამოიხატა. სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა ისე, რომ რადაში მისი კანდიდატურის განხილვა რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე და იმ თანამდებობაზე, რაზეც იყო საუბარი, არ მოხდა. ვერ დავიბრალებთ, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი მიმართვებიც იყო. ჩვენ ვუთხარით, კრიმინალის დანიშნვა არ შეიძლება მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაში რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე. ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ, ეს უკვე აღარ ვიცი. მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად „პიარშიკების” გარეშე. ამას იყო ის მიჩვეული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მოვიქეცით ისე და საქართველოს პარლამენტი მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს პარლამენტი მოიქცეოდა. ხვალ რას იზამენ და დღეს რას იზამენ, არ ვიცი. კონსულტანტის, მრჩევლის ან მდივნის თანამდებობაზე თუ გაამწესებენ, ეს ჩემი აზრით, გაცილებით მეორეხარისხოვანია,” – განაცხადა მდინარაძემ.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნის გამო „ქართულ ოცნებას” შესაბამისი რეაქციაც ჰქონდეს.

„ყოველ შემთხვევაში, ისეთ თანამდებობაზე თუ იქნება საუბარი, რომელიც „იგუგლება“ მაინც და დღეს ვიღაც პერსონაა იმ ადგილზე, მაშინ შეიძლება ჩვენ ჩვენი რეაქციებიც გვქონდეს და თუ ასე არ იქნება, მერე არ ვიცი, ალბათ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მდინარაძ

გაუზიარე!

Shares