fbpx

ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში-ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სიცრუე

ირაკლი ოქრუაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს პოსტს: “ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი. ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა. -კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერამეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება). -ესენი, ერთი რომ დამენიშნა და მეორე რომ არ დამეჭირა ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდნენ… ასე იწრთობოდა ფოლადი…”

-ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს სწავლობდა სორბონაში , ტყუის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი!

ამონაწერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციაალური ბიოგრაფიიდან:

2005წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა – საერთაშორისო ურთიერთობები;

2002-2004 წწ. – სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი;

1999-2004 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები.

სწავლის პარალელურად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობდა ს/ს “ქართუ”-ს სტრუქტურებში:

07/2009- 06/2012 წწ. – შპს „ქართული ოცნების” დირექტორი; 

12/2007 – 14/02/2012 წწ. – ს.ს. „ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

12/2005 – 14/02/2012 წწ. – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე – გენერალური დირექტორი;

05/2005 – 10/2005 წწ. – შპს „ბურჯის” (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2004-2005 წწ. – შპს „ბურჯის” (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;

… ოქრუაშვილი შ/ს მინისტრის თანამდებობაზე სააკაშვილის ხელისუფლებაში მუშაობდა 2004 წლის 7 ივნისიდან 2004 წლის დეკემბრამდე-სულ 5 თვე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება