fbpx

ახალი დეტალები იური ლომაძის საქმეში

MMA Georgia· სოციალურ ქსელში აქვეყნებს-·  როგორც დაგპირდით შემოგთავაზებთ ლომაძეების საქმის დეტალებს რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ.
აქვე დავაკონკრეტებ ფაქტებს რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ საქმეში

1 – ის რომ გაიტაცეს, ცემეს და აწამეს ამის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა, რომელიც ამჟამად პრობაციონერია, და არის ორგზის ნასამართლევი თაღლითობაზე.
2 – საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის ჩვენება , სადაც დასტურდება მისი წამების ფაქტი , როგორც მთავრმა არხმა გაავრცელა “დაზარალებული გაიტაცეს და აწამეს”.

ახლა კი თანმიმდევრობით მივყვები მოვლენებს – “დაზარალებული” ძირკველიშვილი ლომაძეების მამიდაშვილის ოჯახთან მეგობრობდა, შეუყვარდა გოგოს და ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა, რის შემდეგაც დაორსულდა, (ამ დროს ძირკველიშვილი დაშორებული იყო მეუღლეს) ძირკველაშვილმა ბავშვისთვის გვარის მიცემაზე უარი განაცხადა, და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ ძალადობდა გოგონაზე, და აიძულებდა მოეშორებინა ბავშვი. გოგო წავიდა იტალიაში და იქ გააჩინა შვილი.

გარკვეული დროის შემდეგ ძმამ “აპატია” , გოგომ გამოუგზავნა ახლობლებს ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო, ძმამ და დედამ მაპატიეს , და თქვენც მაპატიეთო.

ძმებმა გადაწყვიტეს მოეძებნათ ეს ადამიანი (რაც რეალურად გოგოს ძმას უნდა გაეკეთებინა ღირსება რომ ჰქონოდა!) – და ხელში ნაცნობი შერჩათ.
როდესაც ნახეს ძირკველაშვილმა ბოდიში მოიხადა და თქვა რომ არაკაცი იყო, ამის შემდეგ წაიყვანეს გოგონას ოჯახში, სადაც მოახდევინეს ბოდიში, იქ მან ისევ უარი თქვა ბავშვისთვის გვარის მიცემაზე, და მოხვდა.
ამის შემდეგ ძირკველაშვილი ტაქსით ბრუნდება სახლში, 3 დღის შემდეგ კი ვრცელდება ინფორმაცია რომ ის მძიმედაა და ნაწამებია, რეალურად კი ერთი სილურჯეც კი არ აქვს.

ლომაძეების მამიდაშვილებმა და – ძმამ გააუქმეს სოციალური ქსელი, და “გაქრნენ” 🙂 ასევე გოგონას ძმამ ითანამშრომლა პოლიციასთან (ფაქტი ძმის სახლში მოხდა, იქ მოიხადა ბოდიში ძირკველაშვილმა).

ერთ ერთი ვერსიით ახლა ძირკველაშვილი ცდილობს გოგოსთან შერიგებას, და ამიტომ არ ადებს მის ძმას ხელს 🙂 რატომღაც პოლიციამ საქმეში მონაწილე ყველა პირი დააკავა მაგრამ არა გოგოს ძმა რომელიც უშუალოდ საქმის მონაწილეა. 🙂

როგორც ჩანს მხოლოდ ლომაძეებს აღმოაჩნდათ ღირსება და ვაჟკაცობა, თუმცა სამწუხარო ის არის რომ იმ ადამიანის გამო გაიშარეს თავი ვინც რეალურად არ იმსახურებდა ამას!

გაუზიარე!

Shares