fbpx

აჭარის კუდის ყოფილი უფროსი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი – თემურ პატარიძე, 2012 წლის მერე ორჯერ იყო დაკავებული და გასამართლებული-ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი ეხმაურება ტვ,,მთავარის,,მიერ მომზადებულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს-არ ვიცი, რა კავშირი აქვს 23 წლის გოგონას ტრაგიკულ აღსასრულთან მის სამსახურს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რეირბახი (გამოძიება იტყვის სათქმელს), მაგრამ ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას “ჩაუდოს” ამ რეირბახის კავშირები, რადგან ამ სიუჟეტში ნახსენები პირებიდან: 1. კოტე ყიფიანი იყო კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და ფიგურირებს ტელეკომპანია “იმედის” ძალადობრივი მიტაცების საქმეში.

კერძოდ, როდესაც ნაცებმა გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე “იმედის” ფორმალურ მფლობელ ჯაოშვილს წილები “ღამის ნოტარიუსთან” გადააფორმებინეს ჯოზეფ ქეიზე, კოტე ყიფიანი მონაწილეობდა ნოტარიატის ალყაში;2. აჭარის კუდის ყოფილი უფროსი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი – თემურ პატარიძე, 2012 წლის მერე ორჯერ იყო დაკავებული და გასამართებული. მათ შორის, მეორედ, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებისთვის (მოკითხვა გიგაურს და ბენიძეს); გარდა ამისა, სწორედ თემურ პატარიძემ გადააცილა დათა ახალაია საზღვარზე, როცა იგი საქართველოდან გაიქცა და ამასთან ერთად ის (პატარიძე) არის არაერთი განზრახი მკვლელობისთვის გასამართლებული შამათავას უკლებლივ ყველა საქმის ფიგურანტი (ხალხს რომ ხვრეტდნენ და ზღვაში ქვაგამობმულებს ძირავდნენ, “მაიმუნა” და ამბები).მოკლედ, როგორც გუბაზი ამბობდა: “ნაცებო, შეგაძვრენთ მიშას გვამში!”

გაუზიარე!

Shares