აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან ერთად, ხულოს საგამოცდო ცენტრში ერთიან ეროვნულ გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში საგამოცდო სივრცეები დაათვალიერეს და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.
საგამოცდო ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ, პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქვეყნის მასშტაბით ინგლისური ენის გამოცდას 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს, რომელთაგან ხულოს საგამოცდო ცენტრში 100-მდე აპლიკანტია რეგისტრირებული.
საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელთაგან 4 აჭარის რეგიონშია განთავსებული. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია შესაბამისი გაგრილების სისტემით.
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აჭარის რეგიონში, 4500-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
გამოცდები, ტრადიციულად, ორ სესიად ტარდება. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.