fbpx

აცრა – ბუსტერის იმედი მაქვს-დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებულ ისტორიას ჰყვება, და ვაქცინის საიმედოობაზე საუბრობს.

„სამოც წელზე მეტია ამ ქალაქში ვცხოვრობ, ზომიერი ექსტრავერტი ვარ და ამის გამოც, ცხადია ბევრი ნაცნობი მყავს აქ.

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი არიან ისეთებიც, ვინც ბავშვობიდან მიცნობენ – ნათესავები, კლასელები, ბაღელებიც(!), ჯგუფელები და ა.შ. უმეტესობას ახსოვს, რომ არ გამოვირჩეოდი კაჟივით ჯანმრთელობით – პირიქით! წელს არ ვმაზავდი (განსაკუთრებით ცივ სეზონზე) გრიპით, ან ფილტვების ანთებით არ ჩავწოლილიყავი, რაც ჩემს დაში, სკოლის ასაკში, მკვეთრად გამოხატულ, დაუფარავ შურს იწვევდა – ის ვერაფრით “ახერხებდა” ავად გახდომას და სკოლის გაცდენას. ბოლო ფილტვების ანთება, არც თუ მსუბუქი, 2020 წლის იანვარში მქონდა საქართველოში კოვიდ პანდემიის დაწყებამდე 2 თვით ადრე…

ბოდიშს ვიხდი, ასეთი დეტალებისთვის, მაგრამ დავრწმუნდი – თუ აბსოლუტურად გულწრფელი არ ხარ და ამავდროულად ყველასთვის გასაგებ ენაზე არ საუბრობ, ისე ვერ შედიხარ მკითხველის, მსმენელის გულში, გონებაში და რაც ძალიან გინდა გააგებინო თანამოძმეს – მხოლოდ ასე, შიშველი სიმართლით და მაგალითებით! – სხვა შემთხვევაში, მხოლოდ კიჩური მოწოდებებია “მთავარი ექიმისგან”, რომელიც გულს ვერ გაივლის და უადრესატოა…
2020 წლის მარტის შემდეგ პირბადე არ მომიცილებია, ველოდი ვაქცინის შექმნას, რა თქმა უნდა გავიკეთე პირველივე დღეს აცრა, შემდეგ ბუსტერიც და ეს ხშირად მოავადე კაცი, მოვედი აქამდე. რომ გადავხედე, ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელობიდან და წამყვანი ექიმებიდან მხოლოდ ორნი – მე და ქირურგი ერეკლე გოცაძე გადავურჩით კოვიდს… ჯერჯერობით..თანაც, თანამშრომლების უმეტესობას, კოვიდი კლინიკის გარეთ, სახლში ან სხვაგან გადაედოთ. გუშინწინ, პარასკევამდე, სამნი ვიყავით; ჩემს ერთ მოადგილესაც არ ჰქონდა, რამდენიმე დღის გატესტილიც იყო, ამიტომ საღამოს, სამსახურის შემდეგ, მშვიდად გადავედით სასადილოდ მეზობელ სახინკლეში. სამმა მოწვეულმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზით უარი გვითხრა დაგვწვეოდა – შევრჩით ჩვენ ორნი, ვისადილეთ, წავედით სახლში და მეორე დღეს, ანუ გუშინ ისევ გაიტესტა და კოვიდი აღმოაჩნდა!..

მივედი იმ ძირითად სათქმელამდე, რის გამოც ამდენი პირადი და უინტერესო მოვყევი: ჯერჯერობით სიმპტომები არ მაქვს, აცრილ- დაბუსტული რომ არ ვიყო- 99% არ მექნებოდა შანსი არ გადადების. ახლა, ასეთი ფორმატის კონტაქტის (სადილობა დიდი რისკია გადადებისთვის) გამო, ალბათ მხოლოდ 30-40% მაქვს შანსი რომ არ გადამედოს და ჩემი წონის, დიაბეტისგან მიდრეკილების, ზოგადად იმის გამო, რომ როგორც აგიხსენით სასუნთქი სისტემა ჩემთვის ბავშვობიდან locus minor, ანუ სუსტი არეა – თუ დამემართა, შეიძლება ძალიან გამრთულებოდა დაავადება, მაგრამ სრულიად გულწრფელად გეუბნებით (თუ ეჭვი გაქვთ, რომ სხვა შემთხვევაში გატყუებენ ექიმები, საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებ ახლა!), სწორედ იმ აცრა – ბუსტერის იმედი მაქვს! თუ მაინც დამემართა (70%-მდეა ამის შანსი), ძირითადად ის დამიცავს შემდგომი გართულებებისგან“, – წერს დავით გადელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება