აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სენატში შეხვედრა გამართა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლს შეხვდა.სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრიც არის. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე განხილული იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება