fbpx

აშშ-მ 23 ტრილიონიანი ეკონომიკით, 28 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარამდე დახარჯა საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა კაცმა, ანალოგიურ პერიოდში დახარჯა 3 მილიარდი დოლარი

,,1992-2020 წლების პერიოდში, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯამურად $4 348 400 000 ფინანსური “დახმარება” მიიღო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მსოფლიოს უძლიერესმა სახელმწიფომ, 23 ტრილიონიანი ეკონომიკით, 28 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარამდე დახარჯა საქართველოში,” – წერს ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა ახსოვდეს მავანს, სანამ დახარჯულ ფულს დააყვედრის საქართველოს და ამაში ეროვნული ინტერესების დახურდავებას მოსთხოვს.

,,1992-2020 წლების პერიოდში, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯამურად $4 348 400 000 ფინანსური “დახმარება” მიიღო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მსოფლიოს უძლიერესმა სახელმწიფომ, 23 ტრილიონიანი ეკონომიკით, 28 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარამდე დახარჯა საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა კაცმა, ერთმა ქართველმა და მისმა საქველმოქმედო ფონდმა, ანალოგიურ პერიოდში საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის დახარჯა 3 მილიარდი დოლარი.
ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით საქართველოში ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც შიგნიდან ანგრევენ ქვეყანას, ასუსტებენ ინსტიტუტებს, ებრძვიან ეკლესიას, პროპაგანდას უწევენ გარყვნილებას, მონაწილეობენ დესტრუქციულ პროცესებში და მოკლედ რომ ვთქვათ, დაუღალავად ებრძვიან ჩვენ ქვეყანას. (მიმდინარე წელს, საქართველოსთვის გამოყოფილი 123მლნ დოლარიდან 88 მლნ მიემართება ენჯეოებში)
ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსები ხმარდებოდა – ქართული კულტურის გადარჩენას; ეკლესია-მონასტრების აღდგენას; სამების აშენებას; სპორტის განვითარებას; სკოლების და უნივერსიტეტების აშენება/რეაბილიტაციას; ეროვნული პროექტების დაფინანსებას; უამრავი სიცოცხლის გადარჩენას; სასიკეთო რეფორმების დაფინანსებას და ა.შ და ა.შ…
აქ მხოლოდ მშრალი ფაქტებია, შესადარებლად არა… უბრალოდ, ეს ყველაფერი უნდა ახსოვდეს მავანს, სანამ დახარჯულ ფულს დააყვედრის საქართველოს და ამაში ეროვნული ინტერესების დახურდავებას მოსთხოვს!” – წერს შაქარიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება