fbpx

აშშ-ის საელჩო ნეიტრალური არბიტრის როლს ფორმალურად აქამდე მაინც ინარჩუნებდა, ახლა კი, გახდა მხარე, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება

აშშ-ის საელჩო ნეიტრალური არბიტრის როლს ფორმალურად აქამდე მაინც ინარჩუნებდა და ისე მოქმედებდა, ახლა კი, სამწუხაროდ, თავისი განცხადებებით მხარე გახდა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამერიკის საელჩომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საზოგადოებას სცენიდან მოუწოდებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უკანონოდ მომხდარიყო.

„მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. ვიცოდით, რომ საელჩოს ვერ ექნებოდა იმ არგუმენტების საწინააღმდეგო, რასაც ვამბობდით, მაგრამ არ გვეგონა, საელჩო აღიარებდა იმას, რომ თავად უწევს და უწევდა კოორდინაციას იმ პროცესებს, რომელიც იყო ანტისახელმწიფოებრივი იმ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც ასევე საზოგადოებას საჯაროდ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით მიმართავდნენ. როდესაც საელჩო ამბობს, რომ სანდოა ორგანიზაცია, რომლის მიმართ გაყალბებული შედეგები საჯაროდ არის აღიარებული და იმ რიტორიკით საუბრობს, რა როტორიკითაც საუბრობს რადიკალური ოპოზიცია – „გავრილოვის ღამეს“ უწოდებს 20 ივნისს და ამ დროს არ მოიხსენიებს ანტისახელმწიფოებრივ პროცესს, რასაც ჰქვია შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე. ასევე როდესაც ის საუბრობს ისეთ ბრალდებებით, როგორიცაა „კარუსელი“, რაც არ უხსენებია არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ეს არის იმის საფუძველი, რომ საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, ის იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან. მაშინ, როდესაც საელჩო მხარს უჭერს არასამთავრობო სექტორს, რომელიც მომხრეა იმის, რომ საქართველო შევიდეს სამხედრო კონფლიქტში, ჩვენ ვამბობთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და ეს წარმატებით სრულდება. იძულებული ვართ, საზოგადოებამ მწარე სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება