fbpx

აშშ-ის საელჩო,ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი აარიდონ იმ ლოკაციებს, სადაც დემონსტრაციები იმართება

აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებისთვის დემონსტრაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი აარიდონ იმ ლოკაციებს, სადაც დემონსტრაციები იმართება ან სადაც სამართალდამცველთა მომრავლებული რაოდენობა შეინიშნება.

„აშშ-ს სამთავრობო შემადგენლობას მიეცა რეკომენდაცია, რომ მოერიდონ აღნიშნულ ლოკაციას ან ნებისმიერ ადგილს პოლიციელთა მომრავლებული რაოდენობით, რომელიც ხალხმრავალი შეკრებისა და პოტენციური ძალადობის მანიშნებელია. რეკომენდირებულია ყურადღების გამოჩენა სადემონსტრაციო არეალის მიმდებარედ. ისინი, ვინც იმყოფებიან პროტესტის მიმდებარე არეალში სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებებში ხალხის დაშლამდე შენობებში უნდა დარჩნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება