fbpx

აშშ-ის პოზიცია, რომ ყველა საკითხი პარლამენტში უნდა გადაწყდეს, უცვლელია – გია ვოლსკი

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უცვლელია შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ყველა საკითხი პარლამენტში უნდა გადაწყდეს.

„შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა, მოვიგონოთ 2009 წელი, ბაიდენი იყო თბილისში, პარლამენტში გამოვიდა და თქვა, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს პარლამენტში, თუნდაც მწვავე პოლიტიკურ დებატებში. ეს არის ის პოზიცია, რომელიც უცვლელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან პარტნიორს – საქართველოს, რომელმაც ბოლო პერიოდში ახალ უმაღლეს ნიშნულამდე აიყვანა როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე დასავლურ სტრუქტირებში მისი ინტეგრაცია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოპოზიციას მოუწოდეს, პარლამენტში შევიდნენ.

გაუზიარე!

Shares