აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოუყო-კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოუყო.

“იანვრიდან მოყოლებული აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში”, – აცხადებს აშშ-ს ელჩი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დეგნანის თქმით, “ეს 3 მილიონი დოლარი გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს ითვლის”.

“[პანდემიასთან] ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა წინსვლა ნამდვილად სახეზეა”, ამბობს დეგნანი ვიდეომიმართვის დასასრულს.

გარდა ჯანდაცვის სექტორის დახმარებისა, კელი დეგნანმა ისაუბრა იმაზეც, რომ აშშ საქართველოს დამატებით 27 ათას ტონა ხორბალს ჩუქნის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება