fbpx

აშშ ადმინისტრაციამ უმკაცრესი სანქციები დაუწესა ბულგარეთის რესპუბლიკის ხუთ მაღალჩინოსანსა და მათი ოჯახის წევრებს

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა 2021 წლის 2 ივნისს ოფიციალურად განაცხადა ….დღეს ჩვენ ვაცხადებთ ბულგარეთის ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის პირების, ალექსანდრ მანოლევის, პეტარ ჰარალამპიევის, კრასიმირ ტომოვის და დელიან სლავჩევ პეევსკის, ასევე ამჟამად მოქმედი საჯარო მოხელის, ილკო დიმიტროვ ჟელიაზკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი მონაწილეობის გამო. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, საზღვარგარეთ მყოფი ბულგარელების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის და საზღვარგარეთ მყოფი ბულგარელების სახელმწიფო სააგენტოს უფროსი მდივნის ოფიციალურ თანამდებობებზე მუშაობისას, შესაბამისად, მანოლევი, ჰარალამპიევი და ტომოვი მონაწილეობდნენ კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობას და ბულგარელი საზოგადოების ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების და საჯარო პროცესების მიმართ, მათ შორის, იყენებდნენ პოლიტიკურ გავლენას და თანამდებობრივ უფლებამოსილებებს საკუთარი სარგებლის მისაღებად. როგორც პარლამენტის წევრი, პეევსკი იყენებდა ჟელიაზკოვს, როგორც სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების სპეციალური მოწყობილობების კონტროლის ეროვნული ბიუროს თანამდებობის პირს, როგორც შუამავალს და თანამონაწილეს, გავლენის მოსახდენად და ქრთამების გადასახდელად,  რათა თავიდან აეცილებინა საზოგდოების ყურადღება და გავლენა მოეხდინა ძირითად ინსტიტუტებსა და სექტორებზე ბულგარულ საზოგადოებაში.

სახაზინო დეპარტამენტმა შემოიღი სანქციები პეევსკის, ჟელიაზკოვის და ბულგარელი ოლიგარქის, ვასილ ბოჟკოვის, ასევე 64 საწარმოს წინააღმდეგ, რომლებსაც ფლობენ და აკონტროლებენ ბოჟკოვი და პეევსკი, ხელისუფლებაში კორუფციასთან დაკავშირებით, N13818 აღმასრულებელი განკარგულების შესაბამისად, რომელსაც საფუძვლად უდევს მაგნიტსკის  ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულების გლობალური აქტი.

ეს განცხადებები გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციების და დაკავშირებული პროგრამების ასიგნების შესახებ 2021 წ. აქტის 7031(c) პუნქტის შესაბამისად. მანოლევის, ჰარალამპიევის, ტომოვის, ჟელიაკოვის და პეევსკის გარდა, ჩვენ სანქციებს ვაწესებთ მანოლევის მეუღლის, ნადია მანოლევას და მისი შვილების, ალექსას, იოანნას და დიმიტერის; ჰარლამპიევის მეუღლის და ვაჟის, ვესელკა ჰარლამპიევას და პაველ ჰარლამპიევის, პეევსკის არასრულწლოვანი ვაჟის და ქალიშვილის; და ჟელიაზკოვის ქალიშვილების ვანია ილკოვა ჟელიაზკოვას და  როზა ილკოვა ჟელიაზკოვას მიმართ. ამ ზომების შედეგად შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ მანოლევს, ჰარლამპიევს, ტომოვს, ჟელიაზკოვს და პეევსკის, ასევე მათი ოჯახის წევრებს

დღევანდელი ქმედებები ადასტურებს ჩვენს მისწრაფებას, მხარდაჭერა გავუწიოთ კანონის უზენაესობას და განვამტკოცოთ დემოკრატიული ინსტიტუტები ბულგარეთში. შეერთებული შტატები გვერდში უდგას ყველა ბულგარელს, რომელთა მუშაობაც ხელს უწყობს რეფორმების წინსვლას და დეპარტამენტი განაგრძობს მისი უფლებამოსილებების გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს პასუხისგებას კორუფციულ ქმედებებზე, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურადაც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება