fbpx

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობის დასკვნით ეტაპზე მყოფ პროცესს ადგილზე გაეცნენ.

პროექტს, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს, სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია. გაზსადენის განშტოება, ჯამში, 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს – აბაშიდან ქობულეთამდე და მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე გაიხარჯა. ამოქმედების შემდეგ, ობიექტი, საქართველოს ენერგოსტაბილურობის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გახდება. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.

რეგიონში ვიზიტად მყოფი რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი დეტალურად გაეცნენ განხორციელებულ სამუშაოებს და იმ ეტაპებით დაინტერესდნენ, რაც ობიექტის მშენებლობის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლამდეა დარჩენილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება