fbpx

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზურა გირჩი ჯაფარიძე საპატიარქოზე: მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია და მერე განათდება

3 ივნისის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ყველაზე ანტიდასავლურ, პრორუსული, ბნელი ხედვების გამავრცელებელ ცენტრად მოიხსენიებს.

როგორც ჯაფარიძე წერს, საქართველოს საპატრიარქო რუსული გრუ-ს ღია რეზიდენტურა თბილისში. თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მუხრუჭი.

,,მაგ ხალხის სათაო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია ‘საქართველოს საპატრიარქო’

‘ევროპა არ გვინდა’, ‘ერთმორწმუნე გვირჩევნია’ – მაქედან მოდის ათწლეულებია

მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში

რომელიც მაგ სიბნელეთივე იკვებება და ძალებს იკრებს

რუსული გრუ-ს ღია რეზიდენტურა თბილისში

თავისუფლების მთავარი მტერი

და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი

დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია

თავშია!

მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს ‘დეოლიგარქიზაცია’

და მერე განათდება.” წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება