fbpx

აქციას საკრებულოს ძველი თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თავკაცობდა – მეუფე სტეფანე

8 მარტს, მარტვილის რეზიდენციაში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე სტეფანე ეხმაურება. მეუფე ამბობს, რომ პროვოკაცია დაგეგმილი იყო და მასში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იღებდნენ.

“კრება იყო მოწვეული სასულიერო პირებთან, ჯერ გაცნობითი ხასიათის იყო. მე პრაქტიკულად ახალი დადგენილი ვარ და ყველა სასულიერო პირის გაცნობა მინდოდა და მათთან ერთად სულიერი საკითხების განხილვა. მათ შორის იყო ის საკითხებიც, რომელიც აინტერესებდათ ზოგიერთ ადამიანს, მაგრამ თურმე ისინი კრებაზე კი არ მოვიდნენ, არამედ მრევლს ამოეფარნენ.  მრევლიც არ იყო ის, როგორც მე გავიგე, ქუთაისელები და კიდევ სხვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ყოფილან და ერთ-ერთი საკრებულოს ძველი თავმჯდომარე თავკაცობდა ამ მიტინგს, რომელიც მოაწყვეს. მე მინდოდა პასუხების გაცემა მაგრამ არ დამაცადეს, დაიწყეს ყვირილი. როგორც ჩანს დაგეგმილი იყო”, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება