fbpx

აქტიურად მიმდინარეობს იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

აქტიურად მიმდინარეობს იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ სამუშაოები ადგილზე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ინფრასტრუქტურის დარგის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა. მან მშენებელი კომპანიიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული დეტალები განიხილა. დავით ბახტაძე – ,,მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება იანეთში, რომელიც გეგმა–გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. ამჟამად საძირკვლის ფენის ბეტონირება ხდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვენული კომპანია ,,ინჟმშენი 96″ ახორციელებს.” ახალი საბავშვო ბაღი, ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება