fbpx

აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისს ყვითელი ლენტი შემოახვიეს

“ქართული ოცნების” ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.  მოძრაობა შეცვალეს აქტივისტებმა “ოცნების” ოფისთან გარკვეული ტერიტორიის ნაწილი მათ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, რომელსაც აწერია: Police line, Political line.

“ეს არის ლენტი, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ, სადაც დანაშაულის ადგილია. ეს ადგილი “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა გახადეს დანაშაულის ადგილად. პოლიტიკური რეპრესიების ბრძანებები აქედან გაიცემა. ივანიშვილმა რურუას ციხეში გაშვებით საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ მოატყუა და არ შეასრულა 8 მარტის კომპრომისული შეთანხმება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares