fbpx

აუქციონი ჩატარდა იყო გამჭვირვალე პროცესი ეს პირობები ტყის შენახვას გულისხმობს-დავით მათიკაშვილი

აუქციონი ჩატარდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო გამჭვირვალე პროცესი. შესაბამისი პირობებით მოხდა ამ აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენა და ეს პირობები თუ არ ვცდები ტყის შენახვას გულისხმობს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც ბაკურიანში ტყის ნაწილის იჯარით გაცემას აპროტესტებენ.

„ანუ უფრო მეტ დანახარჯს გულისხმობს ტყის სიცოცხლის უნარიანობის გაზრდისთვის. გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხი იყო და გაიმარჯვა იმ პირმა, რომელსაც ვალდებულება გადაეცა ამ ტყის მოვლის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება