fbpx

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტის მიხედვით, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, ბილიკები, დეკორატიული ღობე,
მოსასვენებელი სივრცეები, მოსაცდელი, გარე განათების სისტემა და მოხდება
ტერიტორიის გამწვანება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პროცესს მუნიციპალიტეტის მერი როსტომ
მაგრაქველიძე, პირველ მოადგილე დავით პაპაშვილთან, ადგილობრივი
თვითმმართველობისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ნოკია” აწარმოებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება