ფინალური შეხვედრა ასპინძის გართობისა და დასვენების პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მინი-ფეხბურთის მოედანზე გაიმართა. ტურნირში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფეხბურთის მოყვარულთა 11 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ თასებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
მინი-ფეხბურთის ტურნირი გარდაცვლილი ასპინძელი ფეხბურთელების ხსოვნას მიეძღვნა.
ჩემპიონატი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სამსახურისა და ა(ა)იპ ასპინძის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა