ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, სოფელ დამალაში, კოხტას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართველი წმინდანის, ცოტნე დადიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ,,ცოტნეობა” მიულოცა.
ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ზაქარიამ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,წუნდა”-მ საგალობელი და ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.
,,ცოტნეობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტში შემავალი ა(ა)იპ -ების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
