fbpx

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში აქტიურად მიმდინარეობს კლუბის რეაბილიტაცია

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ მერიის
შესაბამისი სამსახურისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე
დაათვალიერა.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალმე”,
რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 272 655 ლარს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია; სახურავის,
ფასადის, იატაკის, ინტერიერის და სკამების მოწყობა.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება