fbpx

ასპინძის მუნიციპალიტეტის ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების მიერ წიგნის ,,მესხური ფოლკლორი’’პრეზენტაცია გაიმართა

ასპინძის მუნიციპალიტეტის ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში
მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების მიერ წიგნის ,,მესხური ფოლკლორი’’
პრეზენტაცია გაიმართა.
კრებული ,,მესხური ფოლკლორი’’ ლიტერატურული მესხეთის დამაარსებელმა
,,საპატიო ასპინძელმა’’ ავთანდილ ბერიძემ შექმნა, რომლის პირველი ნაწილი 2015წელს
გამოიცა.
პრეზენტაციაზე, წიგნის ავტორმა ავთანდილ ბერიძემ, პროფესორმა მერაბ ბერიძემ
ისაუბრეს აღნიშნული კრებულის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ბიბლიოთეკის მოზარდი მკითხველები,
რომლებმაც წიგნში თავმოყრილი ლექსები წაიკითხეს.
პრეზენტაციის ბოლოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ
მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს ,,საპატიო ასპინძელს’’ და მერიის სახელით
სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
აღნიშნულ ღონისძიებას შესაფერისი ლამაზი ფონი ა(ა)იპ ,,ასპინძის სახელოვნებო და
სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრი’’- ს ანსამბლ ,,წუნდა ”-ს
წევრებმა და ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნუკრი ღორჯომელაძის
ხელმძღვანელობით შეუქმეს.
პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება