fbpx

ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება-დავით მაღრაძე გია დვალზე

ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება, – ასე ეხმაურება პოეტი დათო მაღრაძე ფიზიკოს გია დვალის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან მართულია.

„ბატონმა დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ ჰპოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს. ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“,-აცხადებს მაღრაძე.

ცნობისთვის, ფიზიკოსმა გია დვალმა „მთავარი არხის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა „სინდისგარეცხილია“ და პროპაგანდით ცდილობს შიშის ჩანერგვას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება