fbpx

ასე მგონია რამოდენიმე ადამიანი ოპოზიციაში “ოცნებაზე” მუშაობს -ლალი მოროშკინა

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლალი მოროშკინა: ის რასაც ახლა აკეთებს ოპოზიცია, ძალიან უნდა აწყობდეს ოცნებას, მეტსაც გეტყვით, ასე მგონია რამოდენიმე ადამიანი ამ ოპოზიციაში “ოცნებაზე” მუშაობს, სხვანაირად ასეთ საჩუქარს ვერ მიართმევ ოცნებას, წარმოუდგენელია ასეთი დაქსაქსულობა , რა შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, თითქოს გუშინ პარტნიორები იყვნენ და დღეს რა სიტყვებით მოიხსენიებენ. -ეკლექტიკა კარგია შემოქმედებაში, მხატვრობაში, მაგრამ არა პოლიტიკაში. ეს გაერთიანება იმდენად ეკლექტურია, რომ მე მიჩნდება ეჭვი, რომ ზუსტადაც ოცნებაზე მუშაობს რამოდენიმე პირი, ისე ეს ნათლად ჩანს. მე შავი ლიმუზინიდან არ ვიყურები და შავი სათვალე არ მიკეთია. –დავდივარ ქუჩებში, მუშებთან ერთად ვმუშაობ რეგიონებში და კარგად ვიცი რა ხდება! — მე არ მომწონს როცა რეგიონებს წყლის პრობლემა აქვს , მაგრამ მე მომწონს იგივე რეგიონებში როდესაც ვკითხულობ როგორ იქცევა პოლიცია, მეუბნებიან, რომ საერთოდ არ იცნობენ, პოლიციელები არ დარბიან იარაღით, არ აწიოკებენ ოჯახებს, მე ვიცი რომ უშიშროება სოფელში ბიჭებს არ უთვალთვალებს ბირჟაზე, უბედურება არ მოხდება, რადგან ვიღაც უწყების თანამშრომელი პირადი ინტერესის გამო ადამიანებს არ ერჩის.წყარო -აჭარის ტელევიზია გადაცემა ,,თავისუფალი სივრცე,,

გაუზიარე!

Shares