fbpx

ასეთ ექიმებზე უნდა ვწერდეთ დღეს,ასეთ ექიმებს უნდა იცნობდეს მსოფლიო-ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი და ,,იქსნიუსის,, რედაქტორი ნინო ჯღარკავა-ასეთ ექიმებზე უნდა ვწერდეთ დღეს,ასეთ ექიმებს უნდა იცნობდეს ქვეყანაც და მსოფლიოც,ასეთი ექიმების ხელში ვუსურვებ ყველა ავადმყოფს გამოჯანმრთელებას,არც სიტყვები და არც ლოცვა დამენანება ამ ახალგაზრდა ჯადოქარ ექიმზე, ღმერთისგან ხელდასმული ექიმი თამარ გოგიჩაიშვილი,უძლიერესი რეანიმატოლოგი და დიდი ადამიანი,მის განყოფილებაში ერთი წლის წინ ჩემი მეგობარი იწვა ,უმძიმესი, კრიტიკულ მდგომარეობაში ,მძიმე კოვიდით,გადარჩენის ერთ პროცენტსაც არავინ იძლეოდა,სამი თვე აპარატზე იყო შეერთებული,იბრძოდა თამარი და მისი გუნდი,იბრძოდა დღე და ღამე და დღეს ცოცხალი და ჯანმრთელია ჩემი მეგობარი ,მას მერე ჩემს შვილს შეექმნა პრობლემა,სულ არ იყო თამარის პროფილი და შუაღამეს დავურეკე ,იმ წამს ფეხზე დადგა ,გამოიძახა უძლიერესი ექიმები და შვილის სიცოცხლე მაჩუქა,თუ ვინმეს ,ახლობელს თუ უცნობს პრობლემა აქვს თამარს ვეკითხები რჩევებს,ვაწუხებ,მიუხედავად იმისა რომ დღე და ღამე სამსახურშია და კოვიდპაციენტებს უვლის,დრო მუდამ აქვს გაგიღიმოს, რჩევა მოგცეს ,დაგაიმედოს ,გიმკურნალოს ,გადაგარჩინოს,რამდენი უიმედო პაციენტისთვის უჩუქებია სიცოცხლე და რამდენს კიდევ აჩუქებს,როგორ მინდა ბევრი თამარი ყავდეს ჩემს ქვეყანას ,ასეთი ლამაზი ,წარმატებული და იმედიანი,იცნობდეთ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების უფროსს თამარ გოგიჩაიშვილს,მადლიერების გამოხატვა ნიჭია და ეს უნდა უნდა შეგვეძლოს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება