fbpx

ასეთი ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნიდან ზოგიერთი ოპოზიციური ძალის აკომპანირებით, მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

საქართველოს დამაჯერებელი ეკონომიკური ზრდა, ის რომ ათეული წლების განმავლობაში უპირატესად საერთაშორისო ურთიერთობათა ობიექტად აღქმული ქვეყანა სულ უფრო დამაჯერებლად წარმოჩინდება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური და სერიოზული სუბიექტი, ბევრს არ მოსწონს და მოსვენება უკარგავს. ამ ბოლო დროს ქვეყნის გარეთ ზოგიერთი არამეგობრული ძალის მანიაკალურ მცდელობას, საქართველო ჩათრეულ იქნას რუსეთის ფედერაციასთან ღია კონფრონტაციაში, დაემატა ახალი ნარატივი, თითქოს საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონელი შედის და ამ დეზინფორმაციულ ფერხულში ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩაბმული ისეთი სოლიდური მედიასაშუალებაც კი, როგორიცაა CNN, რომლის ჟურნალისტმა ამაზე შეკითხვაც კი დაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს – წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ასეთი ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, მხოლოდ რამდენიმე მიზანს ისახავს: ჩაითრიოს საქართველო საომარ კონფლიქტში, შეაფერხოს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, მოახდინოს ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღის აგორება და ხელისუფლების დისკრედიტაცია. „საქართველოს დამაჯერებელი ეკონომიკური ზრდა, ის რომ ათეული წლების განმავლობაში უპირატესად საერთაშორისო ურთიერთობათა ო ბ ი ე ქ ტ ა დ აღქმული ქვეყანა სულ უფრო დამაჯერებლად წარმოჩინდება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური და სერიოზული ს უ ბ ი ე ქ ტ ი, ბევრს არ მოსწონს და მოსვენება უკარგავს. ამ ბოლო დროს ქვეყნის გარეთ ზოგიერთი არამეგობრული ძალის მანიაკალურ მცდელობას, საქართველო ჩათრეულ იქნას რუსეთის ფედერაციასთან ღია კონფრონტაციაში, დაემატა ახალი ნარატივი, თითქოს საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონელი შედის და ამ დეზინფორმაციულ ფერხულში ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩაბმული ისეთი სოლიდური მედიასაშუალებაც კი, როგორიცაა CNN, რომლის ჟურნალისტმა ამაზე შეკითხვაც კი დაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. რა შეიძლება ითქვას ამის თაობაზე?

ასეთი ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნიდან ზოგიერთი ოპოზიციური ძალის აკომპანირებით, მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგი რამდენიმე მიზანს ისახავს: ჩაითრიოს საქართველო საომარ კონფლიქტში, შეაფერხოს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, მოახდინოს ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღის აგორება და ხელისუფლების დისკრედიტაცია. რა შეიძლება ითქვას რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული საქონლის მოხვედრაზე? 2022 წელს საქართველოს ექსპორტი მთლიანად გაიზარდა 31.8 პროცენტით, აქედან რუსეთის ფედერაციაში – მხოლოდ 6.8 პროცენტით, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში – 41.6 პროცენტით (მათ შორის საქართველოს დანარჩენ სახმელეთო მეზობლებში: აზერბაიჯანში – 27%-ით, თურქეთში – 35%-ით, სომხეთში – 129%-ით). იმის გათვალისწინებით, რომ თვით აშშ-ში 2022 წელს ინფლაციამ 8.0 პროცენტი შეადგინა, გამოდის, რომ რეალურად საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც. რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში ერთ წელიწადში შემცირდა 14.4 პროცენტიდან 11.7 პროცენტამდე. – და ეს იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ მრავალმილიარდიან, ინტენსიურ ვაჭრობას რუსეთის ფედერაციასთან. მაგალითად, მხოლოდ ბალტიის ქვეყნების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რუსეთის იმპორტში მხოლოდ 0.3 პროცენტი უჭირავს, ხოლო ქართული ექსპორტი ძირითადად აგროსასურსათო საქონლითაა წარმოდგენილი, ადვილი წარმოსადგენია, რომ ბრალდება, თითქოს საქართველო „ეხმარება რუსეთს“ სანქციების გვერდის ავლაში, აბსოლუტური ტყუილია, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო და თითიდან გამოწოვილია. რა თქმა უნდა, ამგვარ ტყუილს თავისი „ტაქტიკური და სტრატეგიული“ დანიშნულება აქვს, მისი მიზანია გაუთვითცნობიერებელი ადამიანის შეცდომაში შეყვანა და ამით მისი მანიპულირება ზემოთ უკვე ნახსენები მიზნების მისაღწევად. თუმცა ასეთების მისამართით შეიძლება გავიხსენოთ მთაწმინდაზე დაკრძალული რუსი მწერლის ცნობილ ნაწარმოებში ერთი პერსონაჟის მეორისადმი სარკასტული ნათქვამი: მოიტყუე, მაგრამ ზომა იცოდე!“ – წერს არჩვაძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება