fbpx

ასაკოვანთა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებელი, მე და განკაცებული ბურჯანაძე -გია ვოლსკი

ასაკოვათა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებელი, მე და განკაცებული ბურჯანაძე, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას.

ნინო ბურჯანაძე “ფორმულას” ეთერში განაცხადა: “გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა. არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არავის მოგიწოდებთ.

ანუ რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, 4 თვე რომ ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყვანეს მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან? კარგით რა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ვოლსკის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვოლსკიმ თქვა: “ივერი მელაშვილს განზრახ დაატარებენ, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება